Tuesday, September 22, 2015

მერვე დღის რეფლექსია

 მოვაწესრიგეთ პორტფოლიო  და ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასებაზე .გადმოვიტანეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო.

Tuesday, September 15, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე იყო ძალიან საინტერესო ,გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას  და ვიწყებთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომზე  მუშაობას.

Sunday, September 13, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და განვიხილეთ. შევადგინეთ საკუთარი პროექტის გეგმის შაბლონი ნაწილობრივ. დავალებათ მივიღეთ  შევავსოთ საკუთარი გეგმის შაბლონი  სასწავლო პროცედურებამდე.

Friday, September 11, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს ვისწავლეთ ახალი გვერდის დამატება ,ბლოგის დიზაინის შეცვლა. ავტვირთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები  და განვიხილეთ კათედერების მიხედვით.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა
რატომ უნდა იცოდნენ ბავშვებმა მშობლიური ქალაქის ისტორია?
თემატური კითხვა.
1.რატომ იკვლევთ  და  იძიებთ ინფორმაციას თქვენი ქალაქის შესახებ?
2.როგორ დავეხმაროთ უცხოელ ვიზიტორებს მშობლიური ქალაქის გაცნობაში?
შინაარსობრივი კითხვა.
1.რა ლექსიკური მასალაა საჭირო ღირშესანიშნავი ადგილების აღწერისთვის?


Thursday, September 10, 2015

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები


უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.
უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედეგნა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
უცხ..III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოურენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეს ვისწავლეთ როგორ დაიწეროს სასწავლო მიზნები .გავეცანით ჯგუფის წევრების  პროექტის მიზნებს და რეკომენდაციები გაუკეთეთ ჩვენს კოლეგებს.