Thursday, September 10, 2015

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები


უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.
უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედეგნა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
უცხ..III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოურენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

No comments:

Post a Comment